საზოგადოება
11/04/2022

46 ქოლ-ცენტრში საგამოძიებო სამსახურია შესული

46 ქოლ-ცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესრული. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი ქოლ-ცენტრ მოქმედებს, რომლებიც სრულიად ლეგალურად საქმიანობენ. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს ემსახურებიან, მათ შორის "ამაზონს". თუმცა, გამოიკვეთა ისეთი ქოლ-ცენტრები, რომლებიც შესაძლოა არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. 

"ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 ქოლ-ცენტრშია შესული. ამ ქოლ-ცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდა ამისა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, საგადასახადო შემოწმებები",- აცხადებს ლაშა ხუციშვილი. 

მისი თქმით, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურის, შს სამინისტროს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონპროექტის მომზადების აუცილებლობაც გამოიკვეთა. 

"საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რათა მომავალში სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.  

Businesspartner