საზოგადოება
30/03/2022

31 მარტიდან ავტომობილის ევაკუაციის საფასური 60-დან 150-ლარამდე იზრდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება  შედის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

შეგახსენებთ, 2018 წელს თბილისის მერიამ  "სითი პარკთან" ხელშეკრულება შეწყვიტა. მის მაგივრად დედაქალაქში პარკინგის მონიტორინგს "თბილისის პარკინგი" ახორციელებს. “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდებოდა. 

ევაკუაციის შემდეგ ავტომობილის დაბრუნების საფასური 60 ლარს შეადგენდა.