საზოგადოება
29/12/2020

₾300-იანი დახმარება 130 000-მა ადამიანმა მოითხოვა

300 ლარიანი მიზნობრივი ერთჯერადი დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებებს 130 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

“130 000-ზე მეტი განაცხადია შემოსული 300 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე. აქედან 110 000-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, დანარჩენი წლის ბოლომდე დაკმაყოფილდება. ეს მიანიშნებს, რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს პანდემიას ეკონომიკაზე და რა მნიშვნელობა აქვს დაკარგულ სამუშაო ადგილებსა და მის შენარჩუნებას. 2021 წელს მთავრობის ძირითადი ამოცანა სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა იქნება. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა”,- განაცხადა გახარიამ.