საზოგადოება
28/06/2021

24 რადიო კომპანიას ტელე-რადიო ცენტრის ₾1.5 მლნ-იანი დავალიანება ჩამოეწერება

24 რადიო კომპანიას, 1.5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ეპატიება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს შპს საქართველოს ტელერადიო ცენტრი, რომელიც ფლობს საქართველოს მასშტაბით ანძებს, რისი მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიო მაწუყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ, ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე რადიო მაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც აიხსნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. მთავრობამ გაიზიარა ეს არგუმენტანცია, რადგან მართლაც რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა. მოგეხსენებათ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცრიდათ, აქედან გამომდინარე მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის დავალიანება და ასევე წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება ამ რადიო მაუწყებელი კომპანიების მიმართ. 24 კომპანიაა მთლიანობაში. ჩვენ გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ. ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ მათ შეუფერხებელ საქმიანობას, თავისუფალ რადიომაუწყებლობას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023