საზოგადოება
11/05/2022

2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს

2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს. საუბარია, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე - DRG.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს. 

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი -DRG", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

ანაზღაურების ახალი სისტემის თანახმად, პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხალნგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. 

Businesspartner