საზოგადოება
08/07/2021

2022 წლის ბოლოდან ყველა ტიპის თამბაქო ერთგვაროვანი კოლოფით გაიყიდება

2022 წლიდან “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის კონკრეტული მუხლები ამოქმედდება.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 2022 წლის იანვრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, გახურებადი თამბაქოს პროდუქტის კოლოფებზე სამედიცინო გაფრთხილებასთან ერთად დატანილი იქნება პიქტოგრამები.

“დატანილი იქნება ის სურათებრივი გამოსახულებები, რაც თამბაქოს კოლოფზეა. პიქტოგრამების ფორმა უკვე მოძებნილია და მთავრობა უახლოეს დღეებში დაამტკიცებს“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი. კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები სტანდარტული შრიფტით და ქვესახეობები, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს.

“ამის ნორმატიული აქტიც შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023