საზოგადოება
04/10/2021

2022 წელს პენსია გაიზრდება

2022 წელს პენსია გაიზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფა განისაზღვრება 2.9 მლრდ ლარით. წინა წელთან შედარებით გაზრდილია 285.0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.

პროექტის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 260 ლარით. 

70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია გაიზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს. 

მაღალმთიან დასახლებაში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის -360 ლარს.