საზოგადოება
29/04/2022
2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 34.6%–ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემეებით, 2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6%–ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8%–ით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5% და ემიგრანტების 88.6%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.
ამასთან, 2021 წელს, იმიგრანტების 53.4%, ხოლო ემიგრანტების 80.4% საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.