საზოგადოება
27/10/2020
2021-2024 წლებში 211 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება
მთავრობა გაზიფიცირების პროექტის გაგრძელებას 2021-2024 წლებშიც გეგმავს.
„2021-2024 წლებში გაზიფიცირების ახალ სამთავრობო პროგრამას გავაგრძელებთ. მისი შედეგი დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს ევროპაში ერთ -ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იქნება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.