საზოგადოება
17/06/2021
2021-2022 წელს სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტი ₾12.6 მლნ-ია
2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარით განისაზღვრა.
პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, 2021-2022 სასწავლო წელს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/ მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა კი 12 723 750 ლარს შეადგენს.