საზოგადოება
22/12/2021
"200 ლარიანმა წახალისებამ კარგად იმუშავა, 60 წელს ზემოთ ასაკის 104 000 ადამიანი აიცრა"
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 200 ლარიანმა წახალისებამ სერიოზულად იმუშავა და 9 ნოემბრიდან დღემდე 60 წელს ზემოთ 104 000 ადამიანი აიცრა, აქედან 40% მეორე დოზით.
“დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები აიცრნენ არა იმიტომ, რომ 200 ლარი მიეღოთ, არამედ პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობისთვის და იმედია ყველა სრულად და შემდეგ ბუსტერ დოზითაც აიცრება.” - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე აიცრებიან, 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპი გაზარდა.