საზოგადოება
28/12/2021

200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება 

ასაკოვანი პირები კოვიდვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას 2022 წლის იანვარშიც მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დაიწევს ასაკობრივი ზღვარი და 200 ლარით 60 წელს ზემოთ ასაკის პირების ნაცვლად, 50 წელს ზემოთ პირები წახალისდებიან.