საზოგადოება
19/08/2020

200 ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია დედაქალაქის სერვისცენტრებშიც მიმდინარეობს

18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრშია შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რათა მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს – აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად, აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა,  მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვისცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020