საზოგადოება
27/08/2020

₾200-იანი დახმარების მისაღებად 810 000 ბავშვია დარეგისტრირებული

200 ლარიანი დახმარების მისაღებად 810 000 ბავშვია დარეგისტრირებული.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა ბანკებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ.

მისი თქმით, საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვების 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ.

"გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ელი სექტემბრიდან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020