საზოგადოება
05/10/2021

20 თვიანი პაუზის შემდეგ კლუბი KHIDI იხსნება

8 ოქტომბერს თითქმის 20 თვიანი პაუზის შემდეგ კლუბი „ხიდი“ პირველ მრავალრიცხოვან დახურულ ღონისძიებას გამართავს. OPEN CULTURE ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიებაა.  

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ACT4CULTURE-ის ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.

გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. 

კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება.

საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

წვეულებაზე დამსწრე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ სტატუსის მქონე პირების იდენტიფიცირებას,“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.

საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ:

  • სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ  
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს

საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ბილეთის შეძენის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყოს სიღრმისეული კვლევა. 8 ოქტომბერს, 16 საათიან საპილოტე ღონისძიებაზე დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023