საზოგადოება
15/10/2020

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

მიზეზი მეტ-ნაკლებად დასტაბილურებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

„აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. სასწავლო პროცესზე კი შეზღუდვები გაგრძელდება. ისევე როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.