17 000 ტესტი და 3000 ინფიცირებული - ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი პრემიერისთვის
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებამ ქვეყანაში შედეგი გამოიღო და კორონა ვირუსით ინფიცირების რაოდენობა აღარ იზრდება.
“დღეს არის მეოცე დღე მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდეგ. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ზრდის შეჩერება. პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში 17 000 ტესტის პირობებში 3000-ზე ნაკლები ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდი მყარდება. ისეთიც კი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს არ ყოფილა.
სახელმწიფომ, მოქალაქეებმა, კომპანიებმა, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებში. წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდეგი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავამტთმებთ თავს დღესასაულებს”,- აღნიშნა გახარიამ.