“112 და სხვა ქოლ ცენტრები უნდა გაძლიერდეს“ - “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ქოლ ცენტრების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.როგორც ნინა კობახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს განსაკუთრებით 112-ს ეხება.
„ხალხი რეკავს ყველა კითხვით, ჩვენ გავაძლიერეთ ეს სამსახური, მაგრამ ერთი სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე ხომ ვერ ვისაუბრებთ. როდესაც 30 000 ადამიანი იტესტება, შესაბამისად, უფრო მეტ დადასტურებული შემთხვევასთან გვაქვს საქმე.გამომდინარე აქედან,როგორც რაოდენობრივად, ისე ტექნიკურად უნდა გაძლიერდეს 112-ის, ჯანდაცვის სამინისტროს და ა.შ ქოლ ცენტრები.
ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შევიდეს მეტი ზარი და არ იყოს 30 და 40 წუთიანი მოლოდინი.ეს არის მთავარი.პაციენტებმა შეიძლება საერთოდ არ დარეკონ სიმპტომებზე, არამედ უბრალოდ მარტივი კითხვების შედეგადაც კი გადაიტვირთოს ზარებით“-აცხადებს ნინა კობახიძე.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ COVID-19-ის მართვაში ერთვება. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.
პირს, რომელსაც კორონავირუსზე ეჭვი აქვს, უნდა დარეკოს 112-ში და დარეგისტრირდეს, რომ მოხდეს მისი საერთო სისტემაში ჩასმა. ამის შემდეგ ხდება გადამისამართდება უკვე სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებთან. საერთო სისტემა და პროცესი ონლაინ კლინიკიდან იმართება.