საზოგადოება
24/06/2020

1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

11-24 ივნისს, კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.
კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

Businesspartner