საზოგადოება
14/07/2020

111-ს აზარტულ თამაშებსა და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისათვის ახალი სერვისი დაემატა

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო კონსულტაციის სერვისი, ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ცხელი ხაზის, 111 - ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111, ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111- ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან და გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან.

ცხელი ხაზი - 111 „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე 111 - ში, 600-ზე მეტი მიზნობრივი ზარი შევიდა. ცხელი ხაზის ოპერატორებმა დაუყონებლივი რეაგირება მოახდინეს და დახმარება გაუწიეს 450 ბენეფიციარს, ამ ეტაპზე 163 შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის მუშავდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020