საზოგადოება
20/07/2020

100-კაციანი ქორწილი და ქელეხი ნებადართულია

დღეიდან ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური ღონისძიებების გამართვა ნებადართულია. თუმცა უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022