საზოგადოება
22/02/2022

1 მარტიდან საზღვრის კვეთის რეგულაციები შემსუბუქდება

მსუბუქდება საზღვრის კვეთის რეგულაციები – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

"საერთოდ, საბჭომ იმსჯელა არსებული რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე და გადაწყვეტილება არის შემდეგი: პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს იმ შემთხვევაშიც შემოსვლას, თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ერთი არის ვაქცინაცია, მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები, უპირველეს ყოვლისა და თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი ეხსნება ასევე მე-3 დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება. შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთხსენებული 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიცემოდა, ეს არის ე.წ. ბიზნესაპლიკაცია, ეს არის „იმუშავე საქართველოდან" და არის სტუდენტური აპლიკაცია, ასევე,"- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023