საზოგადოება
17/05/2021

1-ლი ივნისიდან შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ იგეგმება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1-ლი ივნისიდან შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება. 

თუმცა, მისი თქმით, ეს ეპიდემიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის. 

“შეზღუდვების შემსუბუქება მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია გავაძლიეროთ, რომელიც უკვე სახეზეა. ქალაქის ქუჩებში ტურისტებს უკვე ვხედავთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათემში გადაადგილების შეზღუდვის დრო შემცირდა. ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, რესტორნებისა და ბარებისთვის შაბათ-კვირას შეზღუდვა მოიხსნა ღია სივრცეში. შეზღუდვა მოიხსნა სასტუმროებში არსებული რესტორნებისთვის, რომელიც 21:00 საათიდან მოქმედებდა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023