მსოფლიო
24/06/2021

უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანიებში ნავთობის ფასის $100-მდე გაზრდას ვარაუდობენ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაცით, კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა, როგორებიაა Exxon Mobil Corp-ი, Royal Dutch Shell PLC ADRR-ი და Total-ი განაცხადეს, რომ ნედლ ნავთობზე ფასები,ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების უკმარისობის გამო, სავარაუდოდ  კიდევ უფრო მეტად  გაიზრდება,რაც მომავალში მიწოდების შემცირებას გამოიწვევს. 

ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ნედლეულის ტრეიდერებთან და ბანკებთან ერთად ითვალისწინებენ ბაზარზე ორ შესაძლო სცენარს: ნავთობი შეიძლება გაიზარდოს 100 დოლარამდე/ბარელზე.

ფასების ზრდის შესახებ მოსაზრებას  მხარს უჭერს Exxon Mobil Corp-ის გენერალური დირექტორი. დარენ ვუდის განცხადებით, მცირე ინვესტიციები ”გაამწვავებენ მიწოდებისა და მოთხოვნილების დეფიციტს ეკონომიკის აღდგენის დროისთვის, ხოლო შემდეგ მოხდება მიწოდების ზრდა და გადაბალანსება, ამიტომ სავარაუდოდ, მოკლე დროში მოსალოდნელია ნავთობზე ფასის ზრდა. 

ცნობილია, რომ 2021 წლის   23 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,19 (+  0,38) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08 (+ 0,02)  დოლარი/ბარელზე.

 

 

Businesspartner