მსოფლიო
06/02/2023

Toyota მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გახდა

Toyota მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გახდა.

იაპონურმა კომპანიამ 2022 წელს 10,5 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიპებთან დაკავშირებული მიწოდების გარკვეული შეზღუდვები Toyota-საც შეეხო, ძლიერი მოთხოვნა, წარმოების სიმძლავრის ზრდა და ოპტიმიზაცია აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაეხმარა მას, რომ 2022 წელს გლობალური წარმოება 5%-ით გაეზარდა.

ამის ფონზე, Volkswagen-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაყიდვების ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. 2022 წელს გერმანულმა ავტომწამოებელმა მხოლოდ 8,3 მილიონი მანქანა გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7 პროცენტით ნაკლებია. ეს გამოწვეული იყო მიწოდების დეფიციტით, რომელიც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზია ჩინეთში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდევბი, რადგან მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყანა Volkswagen-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.