მსოფლიო
03/03/2023

TikTok-ი 18 წლამდე ახალგაზრდებს ლიმიტს უწესებს

პოპულარული სოციალური ქსელი TikTok-ი ახალგაზრდებისთვის ლიმიტს აწესებს. BBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვა 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს შეეხებათ და მათ აპლიკაციის გამოყენებისთვის დღეში 60-წუთიანი ლიმიტი ექნებათ. ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში კი, აპლიკაციით სარგებლობის გასაგრძელებლად ახალგაზრდებს პაროლის შეყვანა მოუწევთ.

როგორც BBC წერს, TikTok-ის ახალი წესი ძალაში რამდენიმე კვირაში შევა და მასზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აპლიკაციას დღეში სულ მცირე 100 წუთი გამოიყენებს, TikTok-სგან მიიღებს მოთხოვნას, რომ საკუთარი ეკრანის დროის კონტროლი გამოიყენოს.

BBC-ის ცნობითვე, TikTok-ის ახალი ფუნქციის მიზანია, ადამიანებს აპლიკაციის გამოყენების კონტროლში დაეხმაროს. მათ შორის, როგორც ახალგაზრდებს, ისე მათ მშობლებს.

BBC-ი ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის იმრან აჰმედის  კომენტარსაც აქვეყნებს, რომელიც იმ ნეგატიურ გავლენებზე საუბრობს, რაც TikTok-ს მოზარდებზე აქვს.

იმრან აჰმედი ამბობს, რომ TikTok-ის ალგორითმი „ბომბავს“ მოზარდებს მავნე შინაარსის ინფორმაციით. „ის არის ყველაზე ნარკოტიკული, ყველაზე საშიში და ყველაზე სასწრაფოდ გადასაკეთებელი", - ამბობს იმრან აჰმედი BBC-ისთან ინტერვიუში. მას ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ ჩატარებული კონკრეტული კვლევის შედეგიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ TikTok-ის ანგარიშის გახსნიდან რამდენიმე წუთში, 13 წლის გოგონას ე.წ „ფორ იუ ფეიჯზე“ ისეთი ნეგატიური ვიდეო-კონტენტი გამოუჩნდა, როგორიცაა - მაგალითად თვითდაზიანება.

იმრან აჰმედმა მოუწოდა პლატფორმას თავისი ძალისხმევა არა მხოლოდ ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვაზე, არამედ მავნე კონტენტის არხების გასუფთავებაზე მიმართოს, რათა TikTok „ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოდ“ აქციოს.

ცნობისთვის, TikTok-ის აქტიური მომხმარებლები ყოველთვიური მაჩვენებელი ერთ მილიარდს აჭარბებს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ქსელად აქცევს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022