მსოფლიო
05/07/2022

სნეპ ფიტნესი: მოთხოვნა მზარდია, ბიზნესი - პერსპექტიული

პანდემიის დროს სპორტული დარბაზების სექტორი ერთი-ერთი იყო, რომელიც ყველაზე ძალიან დაზარალდა. ინდუსტრია რამდენიმე თვე დახურული იყო, რაც ბაზრის მონაწილე თითოეულ სუბიექტზე საკმაოდ რთულად აისახა.

რა მდგომარეობაა ახლა და როგორ აგრძელებს დარგი მუშაობა/განვითარებას, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი საუბრობს. 

მისი ინფორმაციით, „სნეპ ფიტნესში“ მომხმარებლების აქტივობა და  კომპანიის შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაზრდილია.  

„ასეთ მაღალ მოთხოვნას არ ველოდით,  არვიცი რითია განპირობებული, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად დაფასდა ჯანმრთელობა თუ რა არის არვიცი. საყურადღებოა ის ტენდეციაც, რომ  ამ პერიოდში შევიძინეთ სტაბილური მომხმარებელი, რაც ერთგვარი ნიშანია ჩვენთვის, თუ რამხელა მომავალი აქვს ამ ბიზნესს.

მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა თაობა ჩართულია და სხვანაირად აზროვნებენ. ისინი თვლიან, რომ  ვარჯიში მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა ვაპირებთ კამპანიის დაწყებას 50+ ასაკის წარმომადგენლებისთვის, იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უხერხულია დარბაზში მისვლა და ა.შ,“-აცხადებს სოლოღაშვილი.

მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი 3 თვიანი აბონიმენტებია. რაც შეეხება ფასებს, სოლოღაშვილი აცხადებს, რომ „სნეპ ფიტნესი“ მაქსიმალურად შეეცადა ფასები არც პანდემიის და არც მის შემდეგომ არ გაზრდილიყო.  

„სნეფ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი აღნიშნავს, რომ ფასმა მხოლოდ პრემიუმ ფილიალში მოიმატა, დანარჩენ ფილაილებში კი სერვისის მიღების ღირებულება  იგივე დარჩა.

დღეის მდგომარეობით, „სნეპ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.

Businesspartner