მსოფლიო
24/03/2022

რუსეთში წლიური ინფლაცია 14.5%-ია

უკრაინაში ომის დაწყების ფონზე რუსეთში საარსებო მინიმუმი 14%-ით გაიზარდა.

აგრესორი ქვეყნის მოქმედებების პარალელურად, ქვეყანაში მზარდია ინფლაციის მაჩვენებელიც. გაუფასურებას განაგრძობს რუბლიც. მისი ღირებულება მიმდინარე წელს დოლართან მიმართებით უკვე 22%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ BBC წერს. 

საერთაშორისო გამოცემა რუსეთის ეკონომიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 14.5%-ია, რაც 2015 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 

საერთაშორისო გამოცემა ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის განცხადებასაც ციტირებს, რომლის მიხედვით, შაქრის ღირებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ 14%-ით გაიზარდა, ხოლო გარკვეულ რეგიონებში მატებამ 37.1%-იც შეადგინა. ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სწორედ ეს პროდუქტი აღმოჩნდა. 

სამომხმარებლო კალათაში გაძვირდა ბოსტნეულიც. მაგალითად, ხახვის ღორებულებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 13.7%-ით მოიმატა, ზოგ რეგიონში კი 40.4%-ით. 4%-ით გაძვირდა შავი ჩაი, ხოლო ტუალეტის ქაღალდის ფასმა 3%-ით მოიმატა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022