მსოფლიო
24/02/2022
რუსეთის ყველა მსხვილი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება
დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. საუბარია, ქონების გაყინვაზე რუსეთის ყველა მსხვილი ბანკისთვის,ისინი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშებიან. სიაში მოხვდა „ვითიბი ბანკი“.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,მსხვილ რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს ბრიტანეთის ბაზრიდან ფულის მოპოვება სრულად აეკრძალება. დაწესდება ლიმიტი ბრიტანეთის ბანკებში დეპოზიტებზე.
ჯონსონის განცხადებით,ბრიტანეთში იკრძალება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ დაშვება. ბრიტანეთი კრძალავს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის რუსეთში ექსპორტს.
ამასთან, იგივე სანქციები უწესდება ბელარუსსაც.