მსოფლიო
28/02/2022

რუსეთი უცხოელებისთვის აქციების გაყიდვას დროებით კრძალავს

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების აქციებისა და წილების გაყიდვის შეკვეთებზე "დროებითი აკრძალვა" შემოიღო. 

ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, ბროკერებმა შესაბამისი ბრძანება უკვე მიიღეს. არ გახსნილა არც რუსეთის საფონდო ბირჟა Moscow Exchange. ვაჭრობის გახნის ზუსტი დრო ცნობილი ამ დრომდე არ არის.