მსოფლიო
07/03/2022

ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკში "ლუკოილს" ოპერირების ლიცენზია შეუჩერდა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ნიუარკის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, „ლუკოილს“ შეუჩეროს ოპერირების ლიცენზია და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ გამოცემა fox5ny.com  იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ მიიღო, რათა სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადოს უკრაინას და ცივილიზებულ სამყაროს.

„ზოგიერთი ფრენჩაიზის მფლობელი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუს ოლიგარქებს ხელშესახებ ზარალზე არ გაიყვანს, თუმცა,ამერიკის მცირე ბიზნესის ნაწილს კი დააზარალებს. მიუხეადვად ამისა, ნიუარკის საქალაქო საბჭო თვლის,რომ თუ ამ გადაწყევტილებას სხვა ქალაქებიც შეუერთდებიან, რუსული აგრესია შეჩერდება, ამაშ კი წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს,“-წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეთერთმეტე  დღეა ომია.