მსოფლიო
12/08/2022

ნავთობის ფასი იზრდება

გლობალურად, ნავთობის ფასები კვლავ იზრდება.

Reuters-ის თანახმად, გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი გლობალური ეკონომიკის რეცესიისადმი შიშის შემცირებაა. თუმცა, მეორე მხრივ ნავთობზე მოთხოვნის პერსპექტივები კვლავაც ბუნდოვანია, რაც პროდუქტზე ფასების უფრო მეტად ზრდას აფერხებს. 

პარასკევის მონაცემების თანახმას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 23 ცენტით გაიზარდა და $99.83 შეადგინა. ტეხასური ნავთობი კი (West Texas Intermediate) 3 ცენტით გაძვირდა და ბარელზე $94.37 გახდა.