მსოფლიო
28/02/2022

მოიჯარეები რუსულ ავიაკომპანიებთან კონტრაქტებს წყვეტენ

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ მოიჯარეები რუსულ ავიაკომპანიებთან თვითმფრინავების მიწოდებაზე გაფორმებულ კონტრაქტებს წყვეტენ. 

Reuters ანალიტიკურ კომპანია Circum-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჯამში 980 სამგზავრო თვითმფრინავი ჰყავს, აქედან 777 ლიზინგით. 555 სამგზავრო თვითმფრინავი ძირითადად ირლანდიურ კომპანიებს ეკუთვნის და ჯამში მათი ღირებულება $10 მილიარდია. 

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IBA-ს თანახმად, AerCap Holdings (AER.N), მსოფლიოში უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა, რომელსაც რუსეთსა და უკრაინაში 152 სამგზავრო თვითმფრინავი ჰყავს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სანქციების შესაბამისად, რუსულ ავიაკომპანიებთან სალიზინგო საქმიანობას აჩერებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის მდგომარეობით მისი ფლოტის 5% წმინდა საბალანსო ღირებულებით იჯარით იყო გაცემული რუსულ ავიაკომპანიებზე. 

Reuters-ის ცნობით, AerCap Holdings-ის რუს კლიენტებს შორის არიან Aeroflot, S7 Airlines, Rossiya, Azur Air და Ural Airlines.