მსოფლიო
26/04/2022

Maersk-ის პროგნოზით, საკონტეინერო გადაზიდვებზე გლობალური მოთხოვნა შემცირდება

Maersk მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან საკონტეინერო ბაზრის ნორმალიზებას პროგნოზირებს.

Reuters-ის თანახმად, გადაზიდვების ინდუსტრიამ ბოლო კვარტლების განმავლობაში რეკორდული მოგება ნახა, რაც რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. მათ შორისა, მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა ამერიკისა და ჩინეთის პორტებში არსებული შეფერხებების გამო და რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის საფუძველზე დაკეტილი ცა. 

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ Maersk-ის თანახმად, მარტში იანვართან შედარებით საკონტეინერო მოცულობები 7%-ით შემცირდა. საკონტეინერო გადაზიდვების უდიდესი კომპანია, რომლის წილიც გლობალურ ბაზრებზე 17%-ია, ახლა ვარაუდობს, რომ საერთაშორისო საკონტეინერო მოთხოვნა მიმდინარე წელს შენელდება და ის ან 1%-ით შემცირდება, ან მხოლოდ 1%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზში კი Maersk ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წელს ზრდა 2-4% იქნებოდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022