Kinder-ის შოკოლადში სალმონელას სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა
სალმონელას პოტენციური დაბინძურების შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, Ferrero-მ, რომელიც Kinder-ის შოკოლადებს აწარმოებს, თქვა, რომ მიიღო "გამაფრთხილებელი გადაწყვეტილება" ნებაყოფლობით გაეგრძელებინა ამ პროდუქტების გამოწვევა დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ახლა უკვე აშშ–ს მაღაზიებიდან.
BBC-ის ინფორმაციით, შოკოლადის მწარმოებელმა განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული Kinder-ის არცერთ პროდუქტს არ დაუდასტურებია სალმონელაზე დადებითი ტესტირება, მაგრამ ის ამ საკითხს "უკიდურესად სერიოზულად" ეკიდება.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მათ მიერ წარმოებულ სხვა პროდუქტებს არ ეხება.
ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც დიდ ბრიტანეთში 60-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მცირეწლოვანი 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სალმონელით დაინფიცირდნენ, რომელიც დაკავშირებულია Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხთან.
გაერთიანებული სამეფოს სურსათის სტანდარტების სააგენტომ (FSA) უკვე ურჩია ადამიანებს, არ ეჭამათ აღნიშნული შოკოლადი.
გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ აღდგომის მოახლოებასთან ერთად, ჩვეულებრივ Kinder Surprise კვერცხების გაყიდვების ზრდაა მოსალოდნელი.
ევროპის ჯანდაცვის სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი ასევე იკვლევს სალმონელას საეჭვო შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია შოკოლადის ჭამასთან სულ მცირე ცხრა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში.წერსმ, BBC-ი.