მსოფლიო
18/11/2020

ჯო ბაიდენი სავაჭრო წესების გადახედვის პირობას დებს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობის წესებს ხელახლა გაწერს. ბაიდენმა ამით გარკვეული განაცხადი გააკეთა დონალდ ტრამპის პოლიტიკის შეცვლაზე, რომელმაც მისი პრეზიდენტობის პირობებში, ჩინეთთან არსებული ურთიერთობები გარკვეულწილად გაამძაფრა, - წერს BBC წერს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რეგიონული ყოვლისმომცველი პარტნიორობა მსოფლიოს ეკონომიკისა და მოსახელობის თითქმის მესამედს მოიცავს.

„ჩვენ მსოფლიოს სავაჭრო მოცულობისა და ეკონომიკის 25%-ს ვქმნით. ჩვენ გვჭირდება, რომ შეთანხმებული ვიყოთ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის დამატებით 25%-ს და მეტს ქმნიან“,- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის 15 ქვეყანა მსოფლიოში უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნის.

შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ონლაინ სამიტზე გაფორმდა.

შეთანხმებას ხელს აწერს ჩინეთი, ავსტრალია, იაპონია, სახრეთ კორეა, ახალი ზელანდია და  და კიდევ 10 ქვეყანა. ამ ქვეყნებში, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკის 30% მოდის, 2,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს შორის დაბალი სავაჭრო გადასახადები იმოქმედებს.

 

Businesspartner