მსოფლიო
09/03/2022

IEA ნავთობის მოხმარების შემცირების გეგმაზე მუშაობს

საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მზად არიან სტრატეგიული მარაგებიდან დამატებითი ნავთობის გამოთავისუფლების შესახებ იმსჯელონ, რაც ფასების დასტაბილურების საფუძველი იქნება.

თუმცა, პარალელურად IEA აპირებს შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოხმარება სწრაფად შემცირდება. 

Reuters საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფატიჰ ბიროლის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, მომდევნო კვირაში IEA შეიმუშავებს 10 პუნქტიან გეგმას, თუ როგორ უნდა შემცირდეს ნავთობის მოხმარება სწრაფად. 

"ნავთობის ბაზრებზე ყველაზე რთული ზაფხულის თვეებია. სწორედ ივნისსა და ივლისში იზრდება პროდუქტზე მოთხოვნა",- განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთივე გეგმა აქვს დიდ ბრიტანეთსაც. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023