მსოფლიო
03/03/2022

იაპონური ავტომწარმოებლები რუსეთში პროდუქციის ექსპორტს აჩერებენ

იაპონური ავტომწარმოებლები, მათ შორის TOYOTA, რუსეთში პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს აჩერებენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, Toyota არის რუსეთის წამყვანი იაპონური ბრენდი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში დაახლოებით 80,000 მანქანას აწარმოებს. ქარხანაში კი დასაქმებულია 2000 თანამშრომელი. 

რუსეთში ავტომობილების წარმოება და ექსპორტი ასევე შეაჩერეს ისეთმა დიდმა მწარმოებლებმა, როგორებიც არიან Mercedes-Benz, Ford და BMW.