მსოფლიო
22/02/2022

გერმანიის მთავრობა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერთიფიცირებას აჩერებს

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გერმანიის მთავრობა აჩერებს Nord Stream 2 ბუნებრივი გაზსადენის სერტიფიცირების პროცესს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
 
გერმანიის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში ესკალაციის შედეგად აუცილებელ ქმედებებს ახორციელებს.
 
როგორც SPIEGEL-ი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს,  ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ შეაჩერა საკამათო Nord Stream 2 ბუნებრივი აირის მილსადენის დამტკიცების პროცესი. სამშაბათს დილით მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ქსელის ფედერალურ სააგენტოს წერილობით დაავალა, თავდაპირველი დადებითი სერტიფიკატი, რომელიც გადამწყვეტია მილსადენის სერტიფიცირებისთვის, საქმიდან გამოითხოვოს.
 
მოწმობა (სერტიფიკატი), რომელიც წინა მთავრობამ ოქტომბრის ბოლოს გასცა, ეხება გერმანიის ბუნებრივი აირით მომარაგების უსაფრთხოებას, რაც, იმჟამინდელი მოსაზრებით, Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებით საფრთხე არ მიადგებოდა.
 
წერილის მიხედვით, გეოსტრატეგიული სიტუაციის გადაფასების შედეგად და აღმოსავლეთ უკრაინაში ესკალაციის გათვალისწინებით, ეს ასე აღარ არის. „ამ მოწმობის გარეშე გაზსადენის სერტიფიცირება შეუძლებელია“, - აცხადებენ სამინისტროს წრეებში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022