მსოფლიო
30/04/2020
ევროზონის ეკონომიკა მარტში 3,8%-ით შემცირდა
ევროზონის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებლებით მცირდება. იანვართან შედარებით, მარტში ევროზონის მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი 3.8%-ითაა შემცირებული, რაც გასული წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისზე უარესი მაჩვენებელია.
როგორც BBC წერს, ეკონომიკური საქმიანობების მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით საფრანგეთსა და ესპანეთში გამოვლინდა. გერმანიაში უმუშევრობა მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაჩვენებლები სტაბილურია.
კორონავირუსმა მკვეთრად შეარყია აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა, სადაც აცხადებენ, რომ ეკონომიკა ასეთი შემცირებული ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის პირველ კვარტალში 4.8%-ითაა შემცირებული.