მსოფლიო
27/02/2022
ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავს
ევროკავშირის მასშტაბით რუსული ფრენების აკრძალვა, შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ახალი ნაწილი იყოს - ამის შესახებ Reuters წერს.
საერთაშორისო გამოცემა ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის თანახმად, რუსეთისთვის საჰაერო სივრცე უკვე ჩაკეტა რამდენიმე დიდმა ქვეყანამ.