მსოფლიო
24/03/2022

ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთის საფონდო ბირჟა გაიხსნა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთის საფონდო ბირჟა გაიხსნა, თუმცა შეზღუდული პირობებით.

CNN-ის ინფორმაციით, ინვესტორებმა მონაწილეობა "უაღრესად შეზღუდულ" სავაჭრო სესიებში მიიღეს. 

ადრეულ ვაჭრობაში საორიენტაციო MOEX ინდექსმა (რუსეთის საფონდო ბირჟის რუბლის ნიშნული) 10%-ით მოიმატა. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა მცირე გაყიდვები და ინვესტორებს არც აქციების გაყიდვის, ან გასხვისების უფელბა აქვთ. 

ინვესტორებს შეუძლიათ ივაჭრონ 33 ბირჟაზე, თუმცა შეზღუდული სესიის განმავლობაში, რომელიც მოსკოვის დროიღ დილის 9:50 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება.