ფოტო: Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS
მსოფლიო
27/04/2022

ეკონომიკის 12%-იანი ვარდნა და 22%-იანი ინფლაცია - დასავლური სანქციების შედეგი რუსეთში

Reuters-ის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაძლოა, 12.4%-ით შემცირდეს.

საერთაშორისო გამოცემა ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროდან მოპოვებული დოკუემნტაციის საფუძველზე წერს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბაზისო სცენარის გათვალისწინებით რუსეთი ეკონომიკის 8.8%-იან ვარდნას ელის, ხოლო შედარებით ნეგატიური სცენარის პირობებში ეკონომიკის 12.4%-იან შემცირებას ვარაუდობს. ამავე წყაროს მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის მინისტრი საბაზისო სცენარის თანახმად, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 1.3%-იან ზრდას ელის, 2024 წელს და 2025 წელს კი შესაბამისად 4.6% და 2.8%-იანი მატების იმედი აქვს. 

რაც შეეხება ინფლაციას, შესაძლოა წლიურმა მაჩვენებელმა 2022 წელს 22.6%-ს მიაღწიოს, ხოლო 2023 წლიდან სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ინფლაცია უკვე 17.62%-ია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022