EIB უკრაინის მხარდასაჭერად €668 მილიონს გამოყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის მხარდასაჭერად დაუყოვლენბლივ გამოყოფს €668 მილიონს.
EIB-ის განცხადების თანახმად, ეს თავდაპირველი მხარდაჭერის პაკეტი საგარეო დაკრედიტების მანდატითა და ევროკავშირის გარანტიით სარგებლობს. ევროპის სიანვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თანხა მოხმარდება ყველაზე გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებს, მოქალაქეებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის შესყიდვის ჩათვლით. გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკის საბჭო დათანხმდა, რომ საფინანსო ინსტიტუტმა უკრაინისთვის საგანგებო სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ინიციატივა უნდა განახორციელოს.
1. უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებების დაფინანსება, რაც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ურბანულ განვითარებას და ციფრულ ინვესტიციებს. ეს თანხა შეიძლება ძალიან სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი, როგორც კი უკრაინის ხელისუფლება შეძლებს ხელი მოაწეროს ცვლილებებს არსებულ კონტრაქტებში;
2. ახალი კრიტიკული ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებით EIB აპირებს აღადგინოს ყველაფერი, რასაც რუსული არმია ანადგურებს. ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გამოიყენებს თავის გამოცდილებას უკრაინის ადრეული აღდგენის პროგრამით, რომელმაც მხარი დაუჭირა 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ 238 მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტის რეკონსტრუქციას, როგორიცაა სკოლები და საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და სოციალური საცხოვრებლები.