მსოფლიო
14/09/2020

COVID-ის მეორე ტალღის მოლოდინში OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირებას ელის

კორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღის გამო მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნა მოსალოდნელზე მეტად შემცირდება, - ასეთია OPEC-ის პროგნოზი.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პანდემია უკან მოსალოდნელზე ნელი ტემპით იხევს.

ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ თვიური მიმოხილვის მიხედვით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 9.46 მილიონი ბარელით შემცირდება, ეს მონაცემი გასულ თვეში 9.06 მილიონ ბარელი იყო.

„სატელეკომუნიკაციო და დისტანციური კონფერენციების რაოდენობის გაზრდის შედეგად სატრანსპორტო საწვავის სრულად აღდგენა 2019 წლის დონემდე ამ ეტაპზე შეუძლებელია“,- წერია OPEC-ის მიმოხილვაში.

დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 39.5$ ღირს.

Businesspartner