მსოფლიო
25/02/2022
ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნება
ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნება. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაცით, ეს მონაცემები ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
უკრაინის რადას ინფორმაციით, რუსეთის მიერ ჩერნობილის რაიონის ოკუპაციის და საბრძოლო მოქმედებების გამო, ამჟამად შეუძლებელია რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა.
შეგახსენებთ,24 თებერვალს რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.