მსოფლიო
06/02/2023

Apple-მა 2019 წლის შემდეგ პირველად გაყიდვების ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა

Apple-ის გაყიდვებმა იკლო - ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2022 წლის ბოლოს, 2019 წლის შემდეგ პირველად გაყიდვების ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა.

კომპანია პროდუქტებზე მოთხოვნის კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის შეფერხება ჩინეთში Covid-19-ის გამო სადაც Apple-ის ტელეფონები იწარმოება, ინფლაცია, უკრაინის ომი და პანდემიის გავლენა. 

Apple-მა განაცხადა, რომ გაყიდვების შემცირება მთელ მსოფლიოში მოხდა და მისი პროდუქტების უმეტესობას შეეხო.

მაგალითად, iPhone-ების გაყიდვები 8%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო კომპიუტერების 29%-ით. კლებამ ასევე დააზარალა ფირმის მოგება, რომელიც 13%-ით, 30 მილიარდ დოლარამდე დაეცა.