მსოფლიო
21/10/2023

აღუწერელი და შეუსწავლელი მცენარეების უმეტესობა გადაშენების პირასაა - ანგარიში

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში აღუწერელი მცენარეების 75 პროცენტზე მეტი, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი და შესწავლილი, უკვე გადაშენების საფრთხის წინაშეა. მცენარეების ცნობილი სახეობების თითქმის ნახევარს კი, საფრთხე ემუქრება.

ამის შესახებ State of the World’s Plants and Fungi 2023 წლის ანგარიშშია საუბარი, რომელსაც Royal Botanic Gardens Kew ატარებს და მცენარეებისა და სოკოების სახეობების ყოველწლიურ გლობალურ მიმოხილვას აქვეყნებს.

”ეს ძალიან საშინელია,” - განუცხადა Reuters-ს Kew-ის კონსერვაციის მეცნიერების ანალიტიკოსმა, დოქტორმა მატილდა ბრაუნმა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის ცნობილი სახეობების თითქმის ნახევარი - 45% გადაშენების საფრთხის წინაშეა. ისეთები კი, რომელთა შესახებაც არ ვიცით, კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენი დაკვირვებით, ოთხიდან სამ უცნობ სახეობას ემუქრება გადაშენების საფრთხე“, - ამბობს მატილდა ბრაუნი.

მკვლევარებმა გადაშენების რისკსა და მცენარის აღწერის წელს შორის კავშირსაც გადახედეს და დაადგინეს, რომ 2020 წელს აღწერილი სახეობების 77 პროცენტი უკვე საფრთხის ქვეშ იყო - ერთი საუკუნის წინ აღწერილ მცენარეებთან შედარებით.

”ჩვენ ვიცით, რომ ეს რისკი იზრდება და ხუთ წელიწადში ეს პროპორცია შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს”, - ამბობს Kew-ის კონსერვაციის მეცნიერების ანალიტიკოსი.

Kew-ის მეცნიერები ახლა ითხოვენ, რომ ყველა ახლად აღწერილი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარედ გამოცხადდეს, ვიდრე სხვა რამე არ დამტკიცდება.

”მცენარეების გარეშე, ჩვენ სულელები ვართ. იფიქრეთ, რომ მომავალში მედიკამენტების ნახევარი აღარ იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი, თუკი მცენარეთა სახეობები გადაშენდა. ეს არის საფრთხე და მას მომავალში შეიძლება გავლენა ჰქონდეს ადამიანებზე”

2016 წელს World's Plants-ის პირველი მოხსენება საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ მსოფლიოში ყოველი მეხუთე სახეობის მცენარე გადაშენების საფრთხის წინაშეა. გამოწვევ მიზეზებად დასახელებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მიწათმოქმედება და ხე-ტყის გაჩეხა, რაც ბევრ ბუნებრივ ჰაბიტატს ანადგურებს.

ჯანსაღი ეკოსისტემების განადგურების, სოფლის მეურნეობის ზრდისა და ჰაბიტატის მუდმივი დაკარგვის მიუხედავად, წელიწადში დაახლოებით, 2000 მცენარის ახალი სახეობა აღიწერება.

State of the World’s Plants and Fungi მოხსენებაში ნათქვამია, რომ მცენარეების შენარჩუნება მათ ბუნებრივ ჰაბიტატებში გლობალური პრიორიტეტი უნდა იყოს.

Royal Botanic Gardens Kew-ს ცნობილი 350,000 სისხლძარღვოვანი მცენარიდან თითქმის 70,000 სანერგეში აქვს. 300-ზე მეტი მკვლევარი აგროვებს, სწავლობს და იცავს მსოფლიოს მცენარეებს, სოკოებს და თესლს, რათა ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
06

19/04/2022