მსოფლიო
22/06/2020

ADB განვითარებადი აზიის ეკონომიკის მხოლოდ 0.1%-იან ზრდას ვარაუდობს

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მხოლოდ 0.1% იქნება. მიზეზი კორონა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო შემცირებული ეკონომიკა და სუსტი გარე მოთხოვნებია.

ADB აღნიშნავს, რომ ეს რეგიონისთვის 1961 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, მისი მაჩვენებელი 2021 წელს ნავარაუდევზე და კრიზისამდე პერიოდის ნიშნულებზე დაბალი იქნება.