მსოფლიო
28/02/2022

100 000-ზე მეტ უკრაინელ დევნილს Airbnb ბინებში უფასოდ განათავსებს

ბინების გაქირავების კომპანია Airbnb 100 000-ზე მეტ უკრაინელ დევნილს დროებით უფასო საცხოვრებლებს სთავაზობს. 

Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა შესაბამისი შეთავაზების წერილები უკვე გაუგზავნეს პოლონეთის, რუმინეთის, გერმანიისა და უნგრეთის მთავრობებს. 

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.